понедельник, 1 августа 2011 г.

აზა დათეშიძე

პროექტის  სახელი:  დავიცვათ დედებუნება და ის დაგვიცავს ჩვენ
პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები გაეცნობიან იმ მცენარეებს, რომლებიც მათ სიახლოვეს ხარობენ. აგრეთვე გაეცნობიან ამ მცენარეებისდადებით თვისებებს და იმ უარყოფით შედეგებს, რაც შეიძლება მოჰყვეს მათ გაჩეხვას და განადგურებას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები წავლენ ახლომდებარე ტყეში, ბაღნარში,მდინარის ნაპირებზე, გაეცნობიან იმ მცენარეებს, რომლებიც მათ გვერდით ხარობენ, შეისწავლიან მათ ისტორიას ,იმ პირობებს რომლებშიაც ისინი ხარობენ.იმ დადებით თვისებებს რაც ამ მცენარეებს გააჩნიათ, იმ სავალალო შედეგებს რაც მწვანე საფარის გაჩეხვას მოჰყვება ხოლმე. თუ როგორ იმატებს ყოველდღე ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელთა წარმოქმნას ხელს უწყობს ადამიანის მავნე ხელი.
მოსწავლეთა ასაკი / კლასები: 10 -17 წელი
ვადები / ხანგრძლივობა: თითო თვე გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერული ტექნოლოგიები-ინფორმაციების მოსაძიებლად და პრეზენტაციების ჩვენებისათვის,ტრანსპორტი გადასაადგილებლად-მიკროავტობუსი,მასალა გამაფრთხილებელი აბრების დასამზადებლად-კორდონი, მარკერები, თოკები.საცნობარო ბროშურების დასამზადებლად: ქაღალდი და მარკერები. ტრანსპორტი- მაკულატურის გადასაზიდად, სასუქი და ბარ-ნიჩაბი ნერგების დასარგავად.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, მოსწავლეები იხილავენ ეკრანზე თუ რომელი მცენარეები ხარობენ მათ კუთხეში, მათ ქვეყანაში.გაეცნობიან მათ დადებით თვისებებს.იხილავენ გაჩეხილ და გადამწვარ ტყეებს. ნახავენ კადრებს სტიქიური უბედურების ზონიდან, გაეცნობიან მათ გამომწვევ მიზეზებს ,გაიგებენ მიახლოებით რა რაოდენობით გაედინება მათი კუთხიდან ხე-ტყე.რა რაოდენობით მოიხმარს მას მოსახლეობა სათბობად. ყოველივე ამის შედეგად ვიღებთ საგანგაშო შედეგებს-ნადგურდება მწვანე საფარი და იმატა ღცარცოფებმა,მეწყერმა, ზვავებმა, წყალმოვარდნებმა.იხილავენ კადრებს გლობალური დათბობის შესახებ და თუ ასე გაგრძელდა საბილოოდ რა საფრთხე ემუქრება მომავალ თაობას და საბოლოოდ დედამიწას, ყოველივე ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანის მსერ გარემოს დაბინძურებას.
მოსწავლეები დაამზადებენ საკუთარი ხელით გამაფრთხილებელ აბრებს წარწერით: ,, დავიცვათ დედაბუნება და ის დაგვიცავს ჩვენ! "  და ამ აბრებს დაამაგრებენ ნაგავსაყრელებთან, მდინარის ნაპირებთან, ტყის პირას.
შეხვდებიან მოსახლეობას , დაურიგებენ თავიანთ დანზადებულ ბროშურებს - მოალოდნელი საფრთხეების შესახებ, მოუთხრობენ მათ არსებულ მდგომარეობას, საშოშროებას, თავიანთ მოსაზრებებს და  მოუწოდებენ მათ: ,, დავიცვათ დედაბუნება და ის  დაგვიცავს ჩვენ!"
ბავშვები ესტუმრებიან ახლომდებარე სანერგე მეურნეობას, შეისწავლიან მცენარეთა გამრავლებისა და მყნობის წესებს, თავადაც გამოიყვანენ მცენარეებს, დაამყნობენ სხვადასხვა ხილს, გადარგავენ მათ სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და იზრუნებენ მომავალშიც მათ მოვლა-პატრონობაზე.
მოაგროვებენ  და ჩააბარებენ მაკულატურას და აღებულ თანხას მოახმარენ თავიანთ მეურნეობას. მოწეულ ხილს კი გაუნაწილებებნ ახლომდებარე საბავშვო ბაღს.
სასარგებლო  სხვებისათვის:ყოველივე ზემოთთქმული მეტად სასარგებლოა ყველასთვის-ადამიანები  აღარ დაანაგვიანებენ , აღარ გაანადგურებენბუნებას, მომრავლდება მწვანე ნარგავები- შედეგად იკლებს სტიქიური მოვლენები, შეფერხდება გლობალური დათბობის ზრდა.
სამუშაო ენა:  ქართული
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი კავშირშია: ბუნებასთან: შეასწავლის ბავშვებს მცენარეთა მყნობა-გახარებასა და მოვლა- პატრონობას.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მოსწავლეები აქტიურად ჩართავენ ახლომდებარე სკოლების მოსწავლეებს ამ  აქციაში, შექმნიან ბლოგს ინტერნეტში და სხვებსაც მოუწოდებენ ამ აქციაში ჩართვისაკენ.
პროექტის მასწავლებელი: აზა დათეშიძე.
მასწავლებლის ელექტრონული ფოსტა: azadateshidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი: azadateshidze.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий